პოლიტიკა

სომხეთის საზღვარს საქართველოს მოქალაქეები ID დოკუმენტით გადაკვეთენ

სომხეთის 12 იანვრის მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ სომხეთ-საქართველოს საზღვარი მხოლოდ ID დოკუმენტით გადაკვეთონ. მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებდა ID დოკუმენტით საზღვრის გადაკვეთას, მხარეებმა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში მოაწერეს ხელი.

აღნიშნულ სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სომხეთს განსკუთრებული უერთიერთობები აქვს, რაცსაც მოწმობს სომხეთის მოქალაქეების საქართველოში გამგზავრების სტატისტიკაც.

“მხოლოდ 2019 წელს საქართველოს ესტუმრა 1 მილიონ  365 ათასი ჩვენი მოქალაქე”, – თქვა მან.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერა სომხეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button