საერთაშორისო

ქარმა სამეგრელოში ათასზე მეტი სახლი და შენობა დააზიანა

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.

ამის შესახებ ცნობას ავრცელებს „ნეტგაზეთი. გე“ https://netgazeti.ge/

დაზიანებულია 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის,  5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის,  10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. შესაბამისმა სამსახურებმა აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს. სტიქიის შედეგებზე ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, აბაშის სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა, იყო სახლის დანგრევის საფრთხე, ამიტომაც, აბაშის მერიამ ოჯახი სასტუმროში გადაყვანა. 

გარდა ამისა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ზუგდიდის მერიამ ქალაქის ცენტრში დადგმული საახალწლო ნაძვის ხე დაშალა.

ხელისუფლება მოქალაქეებს მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარადა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალოტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.

  • ზუგდიდის მერიის ცხელი ხაზი: 1308 100; (0415) 25 05 07
  • ხობის მერიის ცხელი ხაზი: 599971717, 595717070, 595517473, 599856085;
  • სენაკის მერიის ცხელი ხაზი: 599 85 04 19, 599 87 50 30;
  • აბაშის მერიის ცხელი ხაზი: 599 44 88 58;

ფოთის მერიის ცხელი ხაზი: 0(493) 22 12 95 ( სამუშაო საათები: 09:00სთ- 18:00სთ), ან დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:

  • ცენტრის უბანი -579 75 20 17;
  • მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;
  • კუნძულის უბანი – 551 41 11 02;
  • ნაბადის უბანი- 599 25 41 21.

ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და იმერეთის რეგიონი.

13 იანვრის დილას, გამთენიისას, ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ხე მოძრავ ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.

ნახეთ მეტი
Back to top button