პოლიტიკა

ბლოკადა, ჰუმანიტარული კრიზისი, ომის დანაშაული: საბოლოო მიზანი – ეთნიკური წმენდა

გაეროს საერთაშორისო სასამართლო მოსმენას ლაჩინის საკითხზე 30 იანვარს დაიწყებს. გასული წლის ბოლოს სომხეთმა მიმართა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგა), რათა აზერბაიჯანისათვის  დაევალებინა ლაჩინის დერეფნის განბლოკვა.პროცესს დაესწრება სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში. ამის შესახებ „რადიოლურს„ აცნობეს   სომხეთის წარმომადგენლის ოფისიდან.  სომხეთის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების ზომების შესახებ მოსმენების შემდეგ, მეორე დღეს, აზერბაიჯანის სარჩელის განხილვაა დანიშნული. ექსპერტები განმარტავენ, რომ კონტექსტი იგივეა: სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი. მაგრამ ფაქტობრივი საფუძველი ამჯერად განსხვავებულია. ბაქო ყოველთვის ცდილობს მიბაძოს, მაგრამ უბრალოდ არ შეუძლია რაღაცის გამოგონება ნულიდან. ამიტომაც წარმოადგინა დანაღმული ველის ნარატივი. იმავდროულად, სომხური მხარე, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ასახავს სიმართლეს და ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანის საბოლოო მიზანი ეთნიკური წმენდაა. ამას ასევე ხაზს უსვამს სომხეთისა  და არცახის ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს ბოლო საგანგებო ანგარიშში.

სომხური მხარის მიერ წარდგენილ  დოკუმენტებში წერია, რომ აზერბაიჯანმა დაკეტა ერთადერთი გზა, რომელიც აკავშირებს არცახში მცხოვრებ 120 000 ეთნიკურ სომეხს გარე სამყაროსთან და არ არსებობს იმის ნიშანი, რომ უახლოეს მომავალში ეს აღმოიფხვრება.

ორ ქვეყანას შორის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციისფარგლებში, სომხეთმა მოითხოვა დროებითი ზომების მიღება,  დაავალდებულოს აზერბაიჯანი   მოხსნას  ბლოკადა  და უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ტვირთისთვისაც.  

სასამართლომ მხარეებს მოსთხოვა, აღკვეთონ რასობრივი სიძულვილის გაღვივება და გავრცელება. სომხეთის წარმომადგენელი საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში.ეღიშე კირაკოსიანი აღიშნავს:

„ჩვენ გვესმის ლაჩინის დერეფნის დახურვის მიზანი. ჩვენ გვესმის, რომ ის მიმართულია ეთნიკური სომხების წინააღმდეგ. ჩვენ გვესმის,ყოველივე ამას აქვს ის მიზანი, რომ არცახელმა სომხებმა დატოვონ არცახი. ამაზე ნათლად მეტყველებს სპეცსამსახურების არსებობა, შეიარაღებული ძალების მიმოსვლა. ვფიქრობთ, რომ ამ სასამართლოში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“.

შექმნილ ვითარებაში რას მისცემს მოსმენები სომხურ მხარეს? საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის არა ღაზარიანის განცხადებით, იქნება კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც აზერბაიჯანს  დაავალდებულებს უზრუნველყოს ადამიანების გადაადგილების უფლება, მიუხედავად იმისა, მძიმე მდგომარეობაში არიან თუ არა მოქალაქეები. ეს ბუნებრივი უფლებაა. აქცენტი სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს.

„სომხურმა მხარემ უნდა შეძლოს დაასაბუთოს, რომ მიზანი არ არის ობიექტური. თუ არ არის ობიექტური, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ ყარაბაღის მოსახლეობა ეთნიკურად სომხურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ეთნიკური წმენდა. შეგახსენებთ, რომ საქმე ჰააგის სასამართლოში მხოლოდ ამ კონტექსტში მიმდინარეობს. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი არგუმენტი ამ კუთხით უნდა იყოს წარმოდგენილი“.

რასაც აზერბაიჯანი თვეზე მეტია აკეთებს, სხვა არაფერია თუ არა ბლოკადა, რომელიც არა მხოლოდ ანტიადამიანური, არამედ ომის დანაშაულია. არა ღაზარიანი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ კონტექსტში უნდა დაიწყოს მსჯელობა საერთაშორისო სასამართლოში. არსებობს სამართლებრივი საფუძველი: 120 000 სომეხი იმყოფება ბლოკადაში, ამის მიზანი  სრულიად არ გახლავთ  გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, როგორც წესი, არ არის საჭირო ელექტროენერგიის, ინტერნეტის ან გაზის გამორთვა. ამიტომ აზერბაიჯანმა 120 ათასი ადამიანის ბლოკირება მოახდინა, რითაც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. საბოლოო მიზანი კი ეთნიკური წმენდაა.

ნახეთ მეტი
Back to top button