მთავარისაზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა

სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გამოჩენილი მომღერლისა და მსახიობის ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა. https://armenpress.am/arm/news/1101721.html? როგორც “არმენპრესს” აცნობეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, დეპეშაში კონკრეტულად ნათქვამია:

„თქვენო აღმატებულებავ,

დიდი მწუხარებით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ.

სამძიმარს ვუცხადებ ვ. კიკაბიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობარ ქართველ ხალხს.

ვ. კიკაბიძის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში, რომელიც თავისებურად განასახიერებს სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობას“.

ნახეთ მეტი
Back to top button