მთავარისაზოგადოება

საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა აუცილებელია აზერბაიჯანში ეთნიკური წმენდის ნაბიჯების თავიდან ასაცილებლად. სომხეთისა და არცახის ადამიანის უფლებათა დამცველები

სომხეთისა და არცახის უფლებადამცველთა ინსტიტუტებმა გამოაქვეყნეს საგანგებო ანგარიში ლაჩინის დერეფნის ბლოკირების ჰუმანიტარული შედეგების შესახებ 2023 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, განახლებული მონაცემებით.

მოხსენებაში დამცველებმა ისაუბრეს ლაჩინის დერეფნის საკითხზე საერთაშორისო სტრუქტურების, მოღვაწეების და მედიის რეაქციის, ლაჩინის დერეფნის ბლოკადასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირებისა და საზოგადო მოღვაწეების მხრივ პროვოკაციული განცხადებების,  აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირების მხრივ ეთნიკური წმენდის მუდმივი ნიშნების, ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის, „ეკოაქტივისტების“ აქციის ცრუ ხასიათის დამასაბუთებელ ახალი მონაცემების, ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან იმ პირთა უშუალო კავშირების შესახებ, რომლებმაც უკანონოდ გადაკეტეს გზა.

ანგარიშში ასევე საუბარი იყო მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრების საკმარისი დონის უზრუნველყოფის, საკვების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის უფლებებზე, ასევე ბავშვთა უფლებების დარღვევაზე.

ანგარიშის სხვადასხვა განყოფილებაში უფლებების დარღვევის ფაქტები გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებისა და ნორმების მიხედვით. დამცველთა დასკვნაა, რომ საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა აუცილებელია, სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის ყველაზე შორს მიმავალი ნაბიჯების თავიდან ასაცილებლად.

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ანგარიში წარედგინება ორგანიზაციებს და აქტორებს, რომლებსაც აქვთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მანდატი.

ნახეთ მეტი
Back to top button