მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ესტონეთს ეწვევა

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სამუშაო ვიზიტით ესტონეთს მომავალ კვირას ეწვევა.

„არმენპრესის“  (https://armenpress.am/arm/news/1101587.html?)  ცნობით, ვაჰაგნ ხაჩატურიანი 16 იანვარს ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს  შეხვდება. აღნიშნულია, რომ შეხვედრისას პრეზიდენტების განხილვის თემა იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობები, კერძოდ, თანამშრომლობა ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში. ასევე განიხილება ევროპაში უსაფრთხოების ვითარება.

შემდეგ ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვდება ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ანდრეს სუტს. საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და e-Estonia ბრიფინგ ცენტრს.

ორშაბათს საღამოს, ესტონეთის პრეზიდენტის სახელით, სომხეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ვახშამი გაიმართება.

17 იანვარს ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვდება ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს იური რატასს და საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას რეინსალუს, ასევე ეწვევა ელექტრონული მმართველობის აკადემიას.

ნახეთ მეტი
Back to top button