პოლიტიკა

სომხეთს სურს შეიძინოს MRSAM საშუალო დისტანციის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ინდოეთიდან  –   IDRW

სომხეთს ინდოეთიდან MRSAM საშუალო დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენა სურს. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ    სპეციალიზებული ვებგვერდი Indian Defence Research Wing იტყობინება.

აღნიშნულია, რომ სომხეთს სურს შეცვალოს საბჭოთა წარმოების „პეჩორა“ S-125 საზენიტო სარაკეტო სისტემები თავის არსენალში.

წყაროს ცნობით, ინდოეთმა ასევე შესთავაზა სომხეთს Akash და Akash-NG სისტემები, რომლებიც ასევე მისი წარმოებისაა. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ MRSAM საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ინდოეთში იწარმოება, ზოგიერთი ტექნოლოგია ისრაელიდან არის ნასესხები.

ამავე დროს, IDRW აღნიშნავს, რომ ნიუ დელიში არანაირი შეზღუდვა არ არის MRSAM სისტემების ექსპორტზე. ეს გარიგება აღსანიშნავია იმით, რომ სომხეთის მთავარი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანი ასევე დიდად არის დამოკიდებული ისრაელის მარაგებზე, კერძოდ, მისი შეიარაღებაში შედის Barak-8 საზენიტო რაკეტები.

Indian Defence Research Wing-ის  მონაცემებით, МRSAM სისტემების მოქმედების რადიუსი 70 კილომეტრია.

ნახეთ მეტი
Back to top button