მთავარისაზოგადოება

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ესტონეთის პრეზიდენტის მოწვეულ ვახშამზე როიალზე დაუკრა

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა სამუშაო ვიზიტით ტალინში მყოფი სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი და მისი ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები სამუშაო ვახშამზე მიიწვია. ვახშმის დროს სომხეთის პრეზიდენტი დარბაზში მდგარ როიალს მიუახლოვდა და დაუკრა.

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შთაბეჭდილება გააზიარა.

„სომხურ გამონათქვამში არის გარკვეული სიმართლე: სიბერის თვალით ეძებე მეგობარი, ჭაბუკის თვალებით ეძებე ცხენი. პრეზიდენტ ხაჩატურიანის ვიზიტმა ხელი შეუწყო როგორც საერთო მეგობრების პოვნას, ასევე ინოვაციური იდეების გაჩენას.

სამუშაო ვახშამს Maarjamäe Castle-ში ორივე ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების და კოსმოსური ტექნოლოგიების ლიდერები ესწრებოდნენ. საღამომ ნამდვილი სიურპრიზებიც მოიტანა. ერთ მომენტში როიალ “ესტონეთზე” სომეხ პარტნიორს რამდენიმე ნაწარმოები უნდა შეესრულებინა.

ასე რომ, საღამოს ბოლოს შემეძლო ყველა ნიჭიერი ადამიანის სადღეგრძელო შემესვა და ამეღნიშნა, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოებია „ადაჟიო“ სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის ბალეტიდან „სპარტაკი“.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ესტონეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის პასუხისმგებლებთან და სომხური თემის წარმომადგენლებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button