მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი დავოსში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ Factor.am-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა პრემიერის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა არმენ ხაჩატრიანმა. https://factor.am/600479.html? მისი თქმით, წელს მსგავსი ვიზიტი არ იგეგმება. თუ რატომ არ მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი ამ ღონისძიებაში, მთავრობა დეტალებს არ აკონკრეტებს. აღსანიშნავია, რომ ფაშინიანი ამ ფორუმში 2019 წელს მონაწილეობდა. ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე კორონავირუსის პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ იხსნება. მასში 50-ზე მეტი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და დარეგისტრირებულია, როგორც შუა ევრაზიული დერეფნის შესახებ პანელური დისკუსიის მონაწილე, წერს EADaily.

ნახეთ მეტი
Back to top button