მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ავითარებს ცრუ თეზისებს, ცდილობს  ხელოვნური საფუძველი შექმნას სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის: ფონდი “თათოიანი”

აზერბაიჯანის პრეზიდენტი 2023 წელს 10 იანვრის გამოსვლით კვლავ  თეზისებს ავითარებს. ისტორიულ-სამართლებრივი ფაქტების ღია გაყალბებით  სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიებს უწოდებს „დასავლეთ აზერბაიჯანს“ და ამასთან დაკავშირებით ახსენებს „დასავლეთ აზერბაიჯანელებს“. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ფონდი “თათოიანი” ავრცელებს შეტყობინებას. https://armenpress.am/arm/news/1101829.html

„ალიევის მიხედვით „სომხეთი არის ქვეყანა ღირებულებების გარეშე (…) ეს არის ხელოვნურად შექმნილი ტერიტორია აზერბაიჯანის უძველეს მიწებზე“.

ამ გამოსვლით აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღძრავს სომხების სიძულვილს და მტრობას, ასევე ცდილობს შექმნას ხელოვნური საფუძვლები  სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის მოგონილი  ფაქტებით.

სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის საკითხებში აზერბაიჯანი იმუქრება  სამხედრო აგრესიით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ღიად საუბრობს ძალისა და მუქარის ენით, იყენებს ისეთ სიტყვებსა და გამონათქვამებს, რომლებიც ამცირებენ მთელი სომეხი ხალხის, სომხეთისა და არცახის მთელი მოსახლეობის ღირსებას და მუქარის ხასიათს ატარებენ.  ფაშიზმის გამოვლინებები ჩანს როგორც ამ, ასევე მის წინა გამოსვლებში, რომლითაც ის ხაზს უსვამს ერთი ხალხის, აზერბაიჯანელი ხალხის უპირატესობას სომეხ ხალხთან მიმართებაში, აღძრავს სიძულვილს და შემდეგ ამ პირობებში საუბრობს მშვიდობაზე“, – ნათქვამია წერილში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლების ეს ნაწილები კანონისა და სამართლიანობის ცენტრის ფონდმა „თათოიანმა“ გამოაცალკევა და ოფიციალური წერილებით  გაუგზავნა  ეუთოს,  გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს, ევროპის საბჭოს  რასიზმისა და შეუწყნარებლობის  წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტს  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.  

ნახეთ მეტი
Back to top button