მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი მიზნად ისახავს არცახის სომხების ეთნიკურ წმენდას. მირზოიანი ეუთოს გენერალურ მდივანს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 17 იანვარს ვენაში სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა შმიდს.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის საკითხები, გაცვალეს აზრები იმავე დღეს გამართულ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე.

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ლაჩინის დერეფნის დახურვის შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიზანია არცახელი სომხების მიმართ ეთნიკური წმენდის განხორციელება.

მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოქმედ ნაბიჯებს ლაჩინის დერეფნის განბლოკვისა და სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის უსაფრთხო და შეუფერხებელი კომუნიკაციის აღსადგენად. ხაზი გაესვა შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფას მთიან ყარაბაღში.

შეხვედრაზე ასევე გაცვალეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. მინისტრმა მირზოიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის უწყვეტი პროვოკაციები, მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობა, სამხედრო რიტორიკა მნიშვნელოვნად აფერხებს სომხური მხარის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისკენ. სომხურმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ეუთომ თავისი სტრუქტურებით უნდა ითამაშოს როლი მშვიდობის მიღწევისა და მისი შენარჩუნების მნიშვნელოვან ამოცანაში.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ბოლო განვითარებული მოვლენები.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთოს ფარგლებში სომხეთთან თანამშრომლობის პროგრამებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button