მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი სომხეთში ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას აპირებს. თავისუფლება

ევროკავშირი აპირებს სომხეთში ახალი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ერთ თვეში, ამჯერად არა ორი თვით, არამედ მინიმუმ ორი წლით. https://armenpress.am/arm/news/1101826.html? “არმენპრესის” ცნობით ამის შესახებ ავრცელებს “თავისუფლება” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

აღნიშნულია, რომ გასულ კვირას ეს პროექტი მიიღო ევროსაბჭოს პოლიტიკურმა და უშიშროების კომიტეტმა, გუშინ კი დაამტკიცა დამკვირვებელთა მთავარმა სტრუქტურამ, კრიზისების მართვის სამოქალაქო საქმეთა კომიტეტმა. უფრო მეტიც, გასული წლის ოქტომბერში გაგზავნილი 40-კაციანი ჯგუფისგან განსხვავებით, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე იყო განლაგებული, ამჯერად ევროპელი დამკვირვებლები პატრულირებენ სომხეთის მთელ ტერიტორიაზე. წინა მისიის მსგავსად, ამჯერადაც ისინი შეუიარაღებელი იქნებიან.

რამდენი დამკვირვებელი ჩამოვა, ჯერ ოფიციალურად უცნობია. „თავისუფლების“ ინფორმაციით, ახალი მისიის შემადგენლობაში დაახლოებით ორასამდე ევროპელი სპეციალისტი იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button