საზოგადოება

კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა – სომხეთის პარლამენტმა პროექტი მიიღო

პირები, რომლებსაც აქვთ სომხეთში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ და „კონფიდენციალურ“ ინფორმაციასთან ურთიერთობის ნებართვა, ვალდებულნი იქნებიან, უცხო ქვეყნებში კერძო ვიზიტების შემთხვევაში ამის შესახებ აცნობონ ეროვნული  უსაფრთხოების სამსახურს. „არმენპრესის“ (https://armenpress.am/arm/news/1101832.html)  ინფორმაციით, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ და თანდართული კანონპროექტების პაკეტი პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით მიიღეს.

პროექტის მიხედვით, გრიფის „კონფიდენციალური“ მქონე ინფორმაციაც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, ხოლო ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, ექნება გრიფები „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „საიდუმლო“ და „კონფიდენციალური“. სახელმწიფო საიდუმლოების „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ და „საიდუმლო“ გრიფის შემცველ ინფორმაციასთან ურთიერთობის ნებართვის მქონე პირები ვალდებულნი იქნებიან, უცხო ქვეყნებში კერძო ვიზიტების შემთხვევაში ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობონ ეროვნულ უსაფრთხოების სამსახურს.

პროექტების პაკეტში ასევე შემოთავაზებულია სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება. ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება გრიფით „კონფიდენციალური“ ინფორმაციის გამოქვეყნებას, ასევე მისთვის დაწესებული შეზღუდვების დარღვევას იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეხების  ნებართვა.

ნახეთ მეტი
Back to top button