პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის საქმე სტრასბურგში – ოჯახმა შესაძლოა, ევროსასამართლოს მიმართოს

,,მთავარი არხი” წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მესამე პრეზიდენტის საქმის სტრასბურგში გაგზავნაზე აკეთებს განცხადებას. ამისკენ კი გიული ალასანიას თქმით მათ ის გაჭიანურებული სასამართლო პროცესი უბიძგებთ, რომელზეც მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. 

გიული ალასანიამ ცოტა ხნის წინ დატოვა ვივა მედის კლინიკა. მისი თქმით მიხეილ სააკაშვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს “ხალხის ძალის” განცხადებაზეც, სადაც ქართული ოცნების რეაქციული ფრთა მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაციაზე საუბრობდა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი, სადაც მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელონ, 20 იანვარსაა ჩანიშნული. 

ნახეთ მეტი
Back to top button