მთავარიპოლიტიკა

ბლინკენთან სატელეფონო საუბარში ფაშინიანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა.

მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ მიმართა პროვოკაციულ ქმედებას და ფაქტიურად დაარღვია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის უწყვეტი ფუნქციონირების მნიშვნელობას და აღნიშნა აშშ-ს მზადყოფნა გააგრძელოს  წვლილის შეტანა  ამ პრობლემის მოგვარებაში.

თანამოსაუბრეებმა გაცვალეს აზრები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვისა და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button