
სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ პარლამენტში განაცხადა, რომ 2022 წელს საქონლის ბრუნვა შთამბეჭდავი იყო. https://news.am/arm/news/740171.html? მისი განმარტებით, როდესაც 2019 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფებოდა, ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმებოდა და დღეს მხარეები ამ მაჩვენებელს მიუახლოვდნენ ან გადააჭარბეს.
პრემიერის თქმით, გასულ წელს საქართველოში მეტი ელექტროენერგია იქნა ექსპორტირებული, ვიდრე წინა 10 წელიწადში ერთად.
ამასთან, ფაშინიანმა დასძინა, რომ მაღალ ზრდას აქვს თავისი პრობლემები, რადგან ტემპი უნდა შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება უკუსვლა. „სომხეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა პოლიტიკური, ეკონომიკური და თბილი ადამიანური ურთიერთობები. აუცილებელია ამ ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაცია. ის, რომ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობებით, არის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორი. ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მან სომხურ-ქართული ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს ინდიკატორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ გასული წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიას ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ.
„ჩვენ განვიხილავთ სომხეთში ქართული ენისა და საქართველოში სომხური ენის სწავლების გაფართოებისა და ხარისხის გაუმჯობესების საკითხს“, – დასძინა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს განიხილოს სტაჟის ურთიერთ აღიარების საკითხი.