უკრაინის კულტურის მინისტრი ზელენსკის წერილს წაიკითხავს – კიკაბიძის დაკრძალვას სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც დაესწრებიან
,,მთავარი არხი” წერს, რომ ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი ერთ საათში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზსში დაიწყება. ცერემონიალს უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც დაესწრებიან. უკრაინის კულტურის მინისტრი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილს წაიკითხავს.
“12 საათიდან უკვე მოქალაქეებს შეეძლებათ საბოლოოდ გამოემშვოდობონ ბატონ ვახტანგს უკვე ფილარმონიის სცენაზე, 14:00 საათზე დაიწყება სიტყვით გამოსვლები, მათ შორის უკრაინის კულტურის მინისტრი, რომელიც პირადად წაიკითხავს სამძიმრის წერილს პრეზიდენტ ზელენსკისგან, სომხეთის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილეა და აზერბაიჯანის დელეგაცია ჩამოსული. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავიწყებთ გამოსვენებას ფილარმონიიდან”, – თქვა პროდიუსერმა, რატი აბზიანიძემ.
ვახტანგ კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაცივალა.