პოლიტიკა

აზერბაიჯანული პროპაგანდა და ცრუ „ეკოლოგები“

აზერბაიჯანის მიერ  2022 წელს 12 დეკემბრიდან არცახის სომხეთთან და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, ლაჩინის დერეფანი გადაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ბაქო ცდილობს სიტუაციის გამართლებას სხვადასხვა განცხადებებით, ისეთები როგორებიც არიან ფაქტების შესწავლა, მოწოდებები და მუქარები, მიმოქცევაში დადებული ცრუ თეზისები, მაინც   ნათლად გამოსჭვივის  ბაქოს მიერ თვეების წინ შემუშავებულ პოლიტიკა ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნისა და არცახის სომეხი მოსახლეობის გასახლების მიმართულებით წინასწარ შემუშავებული პოლიტიკა.

2022 წლის განმავლობაში  აზერბაიჯანის სახელმწიფო პროპაგანდა ფართოდ ავრცელებდა თეზისს, რომ   “2021 წელს სომხეთი  ახდენს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაღმების განლაგებას“. აი, ამ თემაზე მუშაობდა მთელი აზერბაიჯანული პროპაგანდა   და უკვე 24 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ „ლაჩინის დერეფნით ნაღმები იქნა შემოტანილი და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე განთავსებული“.

აზერბაიჯანის მიერ ზემოაღნიშნული თეზისის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ლაჩინის დერეფნის მიზანში ამოღება  და, შესაბამისად, ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ ზეწოლის მექანიზმის შექმნა. აზერბაიჯანული პროპაგანდა,  პრო-სამთავრობო პრესა, ტელეგრამ-არხები, საზოგადოებრივ-საექსპერტო წრეები და დეპუტატები ეწეოდნენ პროპაგანდას „ლაჩინის დერეფნის დახურვის ან მასზე კონტროლის დაწესების აუცილებლობის“ და „რუსი სამშვიდობოების საქმიანობაზე ჩრდილის მიყენების“  გარშემო.

რუსეთის სამშვიდობო ჯარების წინააღმდეგ პროპაგანდის შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ჯერ კიდევ 30 ოქტომბერს სტეფანაკერტში გამართული მასობრივი დემონსტრაციისა და არცახის სახელმწიფო მინისტრად რუბენ ვარდანიანის დანიშვნისას. ამ ყველაფერს თან ახლდა აშკარა ანტისომხური და ჰუმანიტარული პრობლემების შექმნის მოწოდებები. ამავდროულად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უერთდება რუსი სამშვიდობოებისადმი მიმართულ განცხადებებს, რომლებმაც გაავრცელეს 10 განცხადება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 25 ნოემბრიდან  3 დეკემბრამდე  არცახის სომხური ტოპონიმების  გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მანქანა აქვეყნებს და აკეთებს ფიქტიურ მხილებებს „ლაჩინის დერეფნის უკანონო ექსპლუატაციის“ შესახებ. 30 ნოემბერს ვებგვერდი Qafqazinfo.az  აქვეყნებს მასალას ირანის 14 მოქალაქის შესახებ, რომლებიც არცახში შევიდნენ,  Caliber.az ს წერს კომპანია «Base Metals» მიერ სტეფანაკერტიდან სომხეთში გადმოტანილი რესურსების შესახებ და ხაზს უსვამს, რომ  საბადოების  ძარცვა ხდება ლაჩინის დერეფნის გავლით და უშუალოდ სამშვიდობოების მეთაურობის  ნებართვით“.  2 დეკემბერს, ქ. აზერბაიჯანის პარლამენტის სესიაზე დეპუტატები ღიად აცხადებენ, რომ   “აზერბაიჯანს უნდა ჰქონდეს საკუთარი საკონტროლო პუნქტი ლაჩინში. ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის მოთხოვნას ლაჩინის დერეფნის დახურის  ან მისი აზერბაიჯანის მიერ კონტროლის მოთხოვნას დაემატა  ბაქოს მიერ „ლაჩინის დერეფნის სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც მეტად სარისკოდ იქნა  შეფასებული და გავრცელდა მოწოდებები ემოქმედათ უფრო ფრთხილად.

ლაჩინის გზის გადაკეტვის პირველ  მცდელობას ადგილი ჰქონდა  3 დეკემბერს, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული აზერბაიჯანელების ჯგუფი გარემოს დაცვის ყალბი საბაბით რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა სტეფანაკერტი-გორისის ავტომაგისტრალის გადაკეტვას. გზა მხოლოდ რუს სამშვიდობოებთან მოლაპარაკების შემდეგ გაიხსნა. თუმცა, 11 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსმა სამშვიდობოებმა არ შეასრულეს დადებული შეთანხმება და არ უზრუნველყოფდნენ აზერბაიჯანელი „ეკოლოგების“ მაღაროებში შესვლას. ერთი დღის შემდეგ აზერბაიჯანმა გადაკეტა არცახის მაშველი რგოლი –  ლაჩინის დერეფანი, რითაც თვეობით  მიმდინარე პროპაგანდისა და წინასწარ გამოთვლილი ნაბიჯების შედეგად  შეძლო განეხორციელებინა   120 ათასი არცახელი  სომეხის ბლოკადაში მოქცევის მისი გეგმა. 

ლაჩინის გზის ჩაკეტვა – წარდგენილი პრეტენზიები და მათი ევოლუცია

12 დეკემბერს აზერბაიჯანელების ჯგუფმა, რომლებიც თავს წარმოაჩენდნენ როგორც „აქტივისტებს“ და „გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების“ წევრებს, გადაკეტეს არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, იმ საბაბით, რომ შეაჩერონ ქაშენის და დრობონის მაღაროების ექსპლუატაცია არცახში.

ე.წ აზერბაიჯანელი „ეკოაქტივისტები“ მაღაროების ექსპლუატაციის შეწყვეტას და მონიტორინგისთვის პირობების შექმნას ითხოვდნენ.

გზის დაკეტვის მეორე დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ „გზა აზერბაიჯანელებმა კი არ გადაკეტეს, არამედ რუსმა სამშვიდობოებმა“, რის შემდეგაც აზერბაიჯანელებმა, რომლებმაც გზა გადაკეტეს, დაიწყეს ამ თეზისის გავრცელება.

მომიტინგეების და ხელისუფლების წარმომადგენლების სინქრონიზებული განცხადებები აჩვენებს, რომ ე.წ. „ეკოაქტივისტები“ მჭიდროდ თანამშრომლობენ აზერბაიჯანის სახელმწიფოს ხელმძღვანელობასთან და ამას ხელმძღვანელობენ თავად აზერბაიჯანელი პოლიტიკური ლიდერები და მათი მოთხოვნები და მოწოდებები შეესაბამება აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისას.

პოლიტიკური ელფერი გამოიკვეთა რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ აზერბაიჯანელი „პროტესტანტების“ ქმედებებშიც. ლაჩინის დერეფნის დახურვის პირველივე დღეს მედია სექტორის წარმომადგენლები, აქციის მონაწილეები სამშვიდობოების მიმართ სხვადასხვა პროვოკაციებს ახორციელებდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ უკონტროლო ვითარების შექმნას. შუშის მონაკვეთში გზის გადამკეტი აზერბაიჯანელები ღიად აცხადებდნენ: “ჩვენ მათი [სამშვიდობოების] არ გვეშინია”, “ჩვენ არ გვჭირდება ისინი [სამშვიდობოები]”, “ჩვენ არ მოგვიწვევია ისინი [სამშვიდობოები]”. „ეკოაქტივისტების“ და პარალელურად აზერბაიჯანის დეპუტატების მიერ სამშვიდობოების წინააღმდეგ გაკეთებული ბრალდებები და განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქცია სამშვიდობო ჯარების საქმიანობის დისკრედიტაციასაც ისახავდა მიზნად.

ეგრეთ წოდებული „მხოლოდ გარემოსდაცვითი აქციის“ დროს ჟღერდა ნაციონალისტური მოწოდებები, როგორიცაა „ყოველთვის იყოს აზერბაიჯანი და ვისაც ეს არ უნდა, დაბრმავდეს“ ან სამხედრო მუქარის შემცველი მოწოდებები, მაგალითად „მაღაროები უნდა განთავისუფლდეს”, “ყველაზე დიდი ჯარისკაცი ჩვენი ჯარისკაცია”, “მოწამეები უკვდავები არიან, სამშობლო განუყოფელია”. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციიებიდან გამოქვეყნდა ექსტრემისტული „რუხი მგლების“ სიმბოლოს ამსახველი ფოტოები.

ამრიგად, აზერბაიჯანული მხარის მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვამდე პერიოდში, შემდეგ კი აქციის მიმდინარეობისას გაკეთებულ თეზისებისა და განცხადებების ანალიზის, მომიტინგეების მიერ შეცვლილი და დამატებული მოთხოვნების, ასევე არცახის მთავრობის მიერ კონსტრუქციული წინადადების, დროებით შეაჩეროს ქაშენისა და დრობონის მაღაროების საქმიანობა და 28 დეკემბერს განახორციელოს მონიტორინგი, საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოაღნიშნულ ქმედებას არანაირი კავშირი არ აქვს „ეკოლოგიურ და მშვიდობიან ქმედებებთან“ და აქვს მკაფიოდ გათვლილი მიზნები, რომლის საბოლოო მიზანი არის პირობების შექმნა არცახის სომხებისგან დაცლისთვის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ბაქო უარს არ ამბობს თავის პრეტენზიებზე სომხეთის სუვერენული ტერიტორიების მიმართ და აქციის პარალელურად ე.წ „ზანგეზურის დერეფნის“ თემის განვითარებით ცდილობს „დერეფნებს“ შორის თანასწორობის ნიშანი დადოს და მოახდინოს დამატებითი ზეწოლა ნახჭევანთან სახმელეთო კავშირის შესაქმნელად სომხეთის ტერიტორიის გავლით.

ნახეთ მეტი
Back to top button