საზოგადოება

ალყის მე-40 დღე  –    არცახის 120 000-იანი  შიმშილის საფრთხის წინაშეა

არცახში გათბობის პრობლემების გამო ყველა სკოლის მუშაობა შეჩერდა. ამის შესახებ ნათქვამია არცახის საინფორმაციო შტაბის ყოველდღიურ ბიულეტენში.

არცახის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ სომხეთიდან არცახში გაზისა და ენერგომომარაგების შეფერხების გამო  არსებული  117 სკოლის მუშაობა შეჩერდა, რის შედეგადაც თითქმის 20000 ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა სომხეთში 2 პაციენტი გადაიყვანა.

პაციენტთა გადაყვანა არცახიდან სომხეთში გრძელდება ექსკლუზიურად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობითა და თანხლებით.

19 იანვრის მდგომარეობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა არცახიდან სომხეთში სულ 36 პაციენტი გადაიყვანა. ბავშვთა საავადმყოფოს ახალშობილთა და რეანიმაციულ განყოფილებებში 9 ბავშვია მოთავსებული.  რეანიმაციულ განყოფილებაში 9 ზრდასრული პაციენტია, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია.   ალყაში უკვე 154 ბავშვი დაიბადა.

ნახეთ მეტი
Back to top button