ეკონომიკა

უცხოელები სომხეთში ლიცენზიის მიღების გარეშე შეძლებენ ზოგიერთი სახის ბიზნესის წარმოებას

მთავრობამ 19 იანვარს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა „ლიცენზირების“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს უცხოურ ორგანიზაციებს გამარტივებული პროცედურებით დაკავდნენ გარკვეული ტიპის ბიზნესით სომხეთში ლიცენზიის აღების გარეშე. https://news.am/arm/news/740328.html? ეს ცვლილებები ეხება იმ ტიპის ბიზნესს, რომელიც არ გულისხმობს საქმიანობის კონკრეტულ ადგილს სომხეთის რესპუბლიკაში.

ესენია:

1. კერძო სადამცველო საქმიანობა

2. საფოსტო საკომუნიკაციო საქმიანობა

3. სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის ორგანიზება

4. ტაქსის სერვისი

5. ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების საინჟინრო განყოფილებების შემუშავება, დოკუმენტაციის ექსპერტიზა

6. მშენებლობის განხორციელება

7. მშენებლობის ხარისხის ტექნიკური კონტროლი

8. საინჟინრო გამოკვლევა

9. შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება.

თუმცა, სომხეთში ლიცენზიის გარეშე ბიზნესის დასაწყებად, ორგანიზაციას ან ინდივიდს უნდა ჰქონდეს ამ საქმიანობით მათ ქვეყანაში დაკავების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

შემოთავაზებული ცვლილებები ძალაში შევა ეროვნული კრების მიერ მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button