მთავარიპოლიტიკა

ლაჩინის დერეფნის ირგვლივ ვითარება სერიოზულია, სასწრაფო გამოსავალი უნდა მოიძებნოს  –  ტოივო კლაარი ერევანშია

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ერევანში ერთდღიანი შეხვედრებისთვის ჩავიდა. მან შეშფოთება გამოთქვა ლაჩინის დერეფნის დახურვის გამო და აღნიშნა, რომ საჭიროა სასწრაფო გადაწყვეტილებების მოძიება.

„დაბრუნება ერევანში ერთდღიანი შეხვედრებისთვის. ლაჩინის დერეფნის ირგვლივ ვითარება სერიოზულია, სასწრაფო გამოსავალი უნდა მოიძებნოს. მოუთმენლად ველი დისკუსიებს, რათა გამოვიკვლიო წინსვლის გზები. ევროკავშირის მიზანი კვლავ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი დარეგულირებაა“, – წერს კლაარი.

ნახეთ მეტი
Back to top button