
სომხეთი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ახალი სამოქალაქო მისიის გაგზავნის შესახებ.
„ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას სომხეთში სრული სამოქალაქო მისიის გაგზავნის შესახებ. ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მისიასთან და მხარს დავუჭერთ მის საქმიანობას. ეს მისია ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ტვიტერში. ევროკავშირის საბჭო დღეს დათანხმდა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის (EUMA) შექმნას საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში. მისიის მიზანია ხელი შეუწყოს სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სტაბილურობისა და ნდობის ჩამოყალიბებას და შექმნას ხელსაყრელი გარემო ევროკავშირის მხარდაჭერით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.