საზოგადოება

საფრანგეთის პრეზიდენტმა არა თორანიანთან და მურად ფაფაზიანთან განიხილა ლაჩინის დერეფნის დახურვის გამო არცახში შექმნილი ვითარება

23 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მიიღო საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარეები არა თორანიანი და მურად ფაფაზიანი. ამის შესახებ იუწყება „არმენპრესი“ საფრანგეთში სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

https://armenpress.am/arm/news/1102406.html? ემანუელ მაკრონმა და სომხური თემის წარმომადგენლებმა განიხილეს 2022 წლის 12 დეკემბრიდან ლაჩინის დერეფნის დახურვის შედეგად არცახში არსებული ვითარება. საუბარი შეეხო სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეებსაც. არა თორანიანი და მურად ფაფაზიანი მიესალმნენ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მათ მიმართ გამოვლენილ ყურადღებას და გამოთქვეს იმედი, რომ საფრანგეთი გააძლიერებს თავის როლს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დაცვაში.

ნახეთ მეტი
Back to top button