პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენმა  აზერბაიჯანის მიერ არცახის ინფრასტრუქტურის მოშლის  ანგარიში გამოაქვეყნა

მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენმა აზერბაიჯანის მიერ არცახის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის ნორმალური მუშაობის განზრახ ჩაშლის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.

მოხსენებაში წარმოდგენილიიქნა  ფაქტები არცახის მოსახლეობის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევის გამო, რომელიც გამოწვეულია არცახში სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურების: გაზსადენის, ელექტროსადენების, ტელეკომუნიკაციისა და ინტერნეტის მიზანმიმართული მოშლის გამო, რამაც  მიმდინარე ბლოკადის პირობებში მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა.

ცივ პირობებში, როცა არცახის ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურა მერყეობს -2 — +2 გრადუს ცელსიუსში, ზოგჯერ აღწევს -5 გრადუსს, საცხოვრებელ სახლები, დევნილთა დროებით საცხოვრებელი ადგილები, ყველა სახის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, ხოლო კერძო საწარმოები, სახელმწიფო დაწესებულებები გათბობის ძირითად საშუალებად გაზს იყენებენ. გაზმომარაგების მიზანმიმართული შეფერხებები მოსახლეობას ართმევს  გათბობისა და ცხელი წყლის შესაძლებლობას.

სომხეთიდან არცახში შემომავალი მაღალი ძაბვის სადენების დაზიანებისა და აზერბაიჯანის მიერ მათი აღდგენითი სამუშაოების დაბლოკვის შედეგად, 9 იანვრიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეჩერებულია. მოსახლეობას მიეწოდება ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგია, არასაკმარისი მოცულობის გამო, მოსახლეობა ელექტროენერგიას 6-საათიანი  გათიშვის გრაფიკით იღებს, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის გაზზე მომუშავე გათბობის ელექტრო გათბობით შეცვლას.

გაზმომარაგების შეფერხება და ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარება ასევე პირდაპირ აისახება ოჯახებში კვების ნორმალურ ორგანიზებაზე.

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებები 19 იანვრიდან გადავიდნენ ხანმოკლე მუშაობის რეჟიმზე, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზების პროცესზე.

შექმნილმა ვითარებამ დიდად იმოქმედა არცახში სასწავლო პროცესის ნორმალურ ორგანიზებაზე. საგანმანათლებლო საქმიანობა რესპუბლიკის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეჩერდა გათბობის არარსებობის გამო, რამაც გამოიწვია 20000-ზე მეტი ბავშვის განათლების უფლების დარღვევა.

მძიმე ჰუმანიტარულმა ვითარებამ ასევე იმოქმედა ჯანდაცვის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და საავადმყოფოების 70%-ს, რომლებიც გაზით თბება, გათბობის სერიოზული პრობლემა შეექმნათ. ამ დროისთვის მათში სტაციონარული სამედიცინო დახმარებას ღებულობს 156 პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვი.

გაზმომარაგების შეფერხების შედეგად დიდ ზარალს განიცდის ეკონომიკური საქმიანობის ასობით საწარმოც.

გაზმომარაგების შეფერხებებისა და ელექტროენერგიის შეზღუდული შესაძლებლობის, სახლების გათბობისა და სხვა საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად, იზრდება მოსახლეობის მიერ შეშის მოცულობის ზრდა, რაც ნიშნავს, რომ ისედაც შეზღუდული ტყის ფონდი სერიოზულ ზარალს განიცდის.

თემებში დაფიქსირდა პრობლემები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებასთან და ნაგვის შეგროვების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია იმით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ნაგვის შეგროვებისთვის გამოყენებული მანქანები ვერ მუშაობენ, რადგანაც ენერგომაომარაგების  დეფიციტია.

ანგარიში გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

ნახეთ მეტი
Back to top button