საზოგადოება

თვითმარქვია დეკანი აბიტურიენტებს ფულის სანაცვლოდ “გეპეიში” ჩარიცხვას ეროვნული გამოცდების გარეშე ჰპირდებოდა

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ეუბნებოდა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტის დეკანი იყო და სასწავლებელში ჩარიცხვას ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე პირდებოდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულებს არწმუნებდა, თითქოსდა როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, ფულადი თანხების – 3000 – 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო. ასევე, ბრალდებული სარგებლობდა რა დაზარალებულების ნდობით, ატყუებდა მათ, თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მას სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7 000-11 000 ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო. ბრალდებული აღნიშნული სქემის გამოყენებით, 10 დაზარალებულის ფულად თანხას – ჯამში 119 030 ლარს მოტყუებით დაეუფლა” ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button