საერთაშორისო

სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა

როგორც ქართული მედია აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად კლინიკა ვივამედში მკურნალობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.

“სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა! როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ” , – წერს შალვა ხაჭაპურიძე და დასძენს, რომ ექსპრეზიდენტმა დღესაც გონება დაკარგა.

სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა ვივამედში იმყოფება ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მისი ადვოკატები ავადმყოფობის გამო სააკაშვილის  სასჯელისგან გათავისუფლებას ან გადავადებას ითხოვენ. ეს საკითხი ამჟამად სასამართლოში განიხილება.

ნახეთ მეტი
Back to top button