სომხეთს ეცნობა აზერბაიჯანის მიერ ბერნის კონვენციის საფუძველზე სამართლებრივი პროცესის დაწყების შესახებ

საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენლობა იუწყება, რომ სომხეთს ეცნობა აზერბაიჯანის მიერ ბერნის კონვენციის საფუძველზე სამართლებრივი პროცესის დაწყების შესახებ.
„2023 წელს 18 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას აზერბაიჯანის რესპუბლიკამ აცნობა სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ საარბიტრაჟო წარმოების დაწყების შესახებ ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის (ბერნის კონვენცია) ფარგლებში.
სომხეთის რესპუბლიკა მწუხარებას გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომლის მთავარი მიზანია „ხელი შეუწყოს… თანამშრომლობას“ სახელმწიფოებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს „ველური ფლორისა და ფაუნის და მათი ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებას“. სომხეთმა არაერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება რეგიონის ველური ბუნებისა და გარემოს დაცვისადმი, მათ შორის ბერნის კონვენციის მონიტორინგისა და სხვა ორგანოებთან მუშაობის გზით.
ამაზე თავისთავად მოწმობს სომხეთის გარემოს დაცვის საერთაშორისო რეიტინგი. სომხეთი შეშფოთებულია, რომ აზერბაიჯანის მიერ სამართლებრივ დავის სახით წამოჭრილ საკითხებს არანაირი კავშირი არ აქვს ბერნის კონვენციის მიზანთან და შესაძლოა მავნე ზეგავლენა იქონიოს რეგიონის გარემოზე, რომელსაც ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ბოლო წლებში აზერბაიჯანის მიერ წარმოებული აგრესიული ომების გამო“.