პოლიტიკა

ისინი მოუწოდებენ ბაიდენის ადმინისტრაციას და კონგრესს,  მოიხსნას აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადა

გასულ კვირაში 250 000-ზე მეტი ინდივიდუალური შეტყობინება გაეგზავნა ამერიკის სომხური ეროვნული კონგრესის (ANCA) სწრაფი რეაგირების სისტემის მეშვეობით პრეზიდენტ ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, USAID-ის დირექტორს სამანტა პაუერს და აშშ-ს სენატისა და პალატის ორპარტიულ ხელმძღვანელობას. წარმომადგენლები აზერბაიჯანისგან არცახის ბლოკადის მოხსნას მოითხოვენ.

50,000-ზე მეტი სომეხი და მოკავშირე ამერიკელი აშშ-ს 50-ვე შტატიდან დარეგისტრირდა, როგორც “სწრაფი რეაგირება”, რაც იმას ნიშნავს, რომ  ANCA-ს მიეცა რწმუნებულება მათი სახელით სააგიტაციო  შეტყობინებების გაგზავნისა.

გაჟღერებული იქნა შემდეგი სახის მოწოდებები:

  • აზერბაიჯანის მიერ არცხის ბლოკადის მოხსნა;
  • მთლიანად იქნას შეწყვეტილი  აშშ-ის სამხედრო დახმარება აზერბაიჯანისთვის;
  • აშშ ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს არცახს;
  • დაისაჯოს აზერბაიჯანელი ომის დამნაშავეები;

ANCA-ს სწრაფი რეაგირების სისტემის გარდა, ათასობით ადამიანმა გამოიყენა ANCA-ს ონლაინ პორტალი თეთრ სახლსა და კონგრესის ლიდერებთან დასარეკად, ტვიტერზე და მისწერად, რათა მოითხოვონ დაუყოვნებელი რეაგირება არცახში მზარდ ჰუმანიტარულ კრიზისზე.

აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადა უკვე დაგმეს ორმოცდაათმა სენატორმა და წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა. მათ შორის არიან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეკ რიდი.

ნახეთ მეტი
Back to top button