
ერევანში სომხეთ-ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგის
პირველი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ “არმენპრესს” https://armenpress.am/arm/news/1102586.html) სომხეთში ევროკავშირის
დელეგაციაში განუცხადეს.
„ევროკავშირის საგარეო ქმედებების ევროპული სამსახურის პოლიტიკური საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა დღეს ერევანში ჩამოვიდა. ის უხელმძღვანელებს სომხეთ-ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგის პირველ მაღალი დონის შეხვედრას“, – ნათქვამია განცხადებაში.