მთავარისაზოგადოება

„ვჭამთ არა იმაც რაც გვსურს, არამედ იმას რაზედაც ხელი მიწგვიწვდება“: არცახის ბლოკადა – დღე 46

ბაქო ყველანაირად ცდილობს ზეწოლის გზით დაარღვიოს არცახელი  სომხების სულისკვეთება და მიაღწიოს არცახიდან სომეხი მოსახლეობის გასახლებას – განაცხადა არცახის სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა ასკერანში მოსახლეობის წინაშე  სიტყვით გამოსვლისას.   იგივე შინაარსის განცხადება სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავრობას  ერთი მიზანი ამოძრავებს: გატეხოს მთიანი ყარაბაღის სომხების ნებისყოფა და უარი ათქმევინოს მათ საკუთარ სამშობლოში ცხოვრებაზე.  არცახი 46 დღეა ალყაშია. ცარიელი მაღაზიები და აფთიაქები, შუქის  გათიშვა და რეგულარულად შეწყვეტილი გაზის მიწოდება. მაგრამ არცახელი ხალხი   აგრძელებს სირთულეების გადალახვას, დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი დროებითია.

ბოლო კვირების განმავლობაში სტეფანაკერტის ჰაერში კვამლი სულ უფრო და უფრო მუქდება. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის არასრული მიწოდების გარეშე, ბევრმა არცახელმა ბინების გათბობა შეშის ღუმელებით დაიწყო. სტეფანაკერტში მცხოვრები მარი კალაშიანი ერთ-ერთი მათგანია.

„ძირითადად, ყველას სახლებში უკვე შეშით გათბობაა. მუნიციპალიტეტმა ღუმელი და შეშა  გამოგვიყო.  ღუმელი უკვე დავამონტაჟეთ, რადგან სახლში ორი წლის ბავშვი მყავს“, – გვიყვება მარი.

უკვე 46-ე დღეა, რაც არცახი  ელექტროენერგიის საკუთარ წარმოებაზეა დამოკიდებული, ეს კი საკმარისი არ არის. სტეფანაკერტში ბენზინგასამართმა  სადგურებმა, რომლებმაც 25 იანვრიდან  მუშაობა შეწყვიტეს, კვლავ დაიწყეს მუშაობა,  გაზმომარაგება ნაწილობრივ აღდგა.

აზერბაიჯანული მხარე, ერთადერთი გაზსადენის გადაკეტვით და ნაწილობრივ აღდგენით თითქმის ყოველდღე, აშკარა ფსიქოლოგიურ ტერორიზმს ახორციელებს არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

აფთიაქებში არ არის წამლები, საფენები, ბავშვის საკვები, ამბობს მარი კალაშიანი.  რომ ბლოკადის პირობებში ხალხის კვების რაციონი და მენიუც შეიცვალა. ისინი ვერ უზრუნველყოფენ ბავშვებს საჭირო საკვებით და ვიტამინებით. ბოსტნეული და ხილი საერთოდ არ არის.

შეჩერებულია სასწავლო პროცესიც. მაგრამ განათლების როლის მნიშვნელობაზე დაყრდნობით,  ისინი ცდილობენ როგორმე შეავსონ ხარვეზი, რა თქმა უნდა, სირთულეებით, სანთლის შუქზე გვიწევს სწავლა, რომ ბავშვები სულ გაუნათლებლები არ დარჩნენ,  ამბობს მარი.

21-ე საუკუნის ერთ-ერთ სასიცოცხლო უფლება, განათლების უფლება  –   ერთი თვით ჩამოერთვა არცახის სკოლამდელი დაწესებულებების 6000-მდე ბავშვს, საჯარო სკოლების 19000-მდე მოსწავლეს და უნივერსიტეტების 6800-მდე სტუდენტს.

როგორც არცახის სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, ბლოკადის აღმოსაფხვრელად  მიმდინარეობს მუშაობა  ყველა მიმართულებით. მაგრამ, მეორე მხრივ, მთავრობა ვალდებულია იყოს მზად და უზრუნველყოს მოსახლეობის მინიმუმ სასიცოცხლო საჭიროებები ყველა შესაძლო სცენარით.

ავტორი ჰასმიკ დილანიან

ნახეთ მეტი
Back to top button