მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი, რომელიც ზეწოლას ემორჩილება, უახლოეს დღეებში გახსნის ლაჩინის დერეფანს  –  პოლიტოლოგი

ევროკავშირმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორწლიანი სამოქალაქო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. რას მისცემს მისიის ყოფნა კონფლიქტში მყოფ მხარეებს? ამ თემაზე „რადარ სომხეთი“ პოლიტოლოგ არმენ ვარდანიანს ესაუბრა.

ვარდანიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში აზერბაიჯანისთვის შემაკავებელი ფაქტორია, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი რამდენჯერმე შეიჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, მოახდინა შეტაკებების პროვოცირება, დაბომბა ქვეყნის სასაზღვრო რაიონები და ამ მისიის ახლა გაგზავნა მკვეთრად შეამცირებს ამ საფრთხეებს. პოლიტოლოგის თქმით, აზერბაიჯანი საზღვრებზე შეტაკებების პროვოცირებით ცდილობდა სომხეთს გამოეძალა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა საკუთარი პირობებით. დღეს კი ის ფაქტიურად მოკლებულია იმ სათამაშო ბარათს.

„აზერბაიჯანი ცდილობდა სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას სომხეთთან, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ სომეხ ხალხს  ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაეტოვებინა არცახი და არცახის საკითხი გადაეგზავნა ისტორიის ნაგავსაყრელზე. მათი მოლოდინები არ გამართლდა. აზერბაიჯანს ჩამოერთვა ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი. მას ასევე არ შეუძლია აიძულოს სომხეთი ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას. ვფიქრობ, ევროკავშირის მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამ დახურა „ზანგეზურის დერეფნის“ ძალით აღების საკითხი“, – ამბობს პოლიტოლოგი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან სატელეფონო საუბრისას, ვარდანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე რეალურად ახორციელებს ძლიერ ზეწოლას აზერბაიჯანზე ლაჩინის დერეფნის გასახსნელად და აზერბაიჯანს    „ზანგეზურის დერეფნის“ დაპატრონების იმედიც კი უქარწყლდება.  პოლიტოლოგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უახლოეს დღეებში ზეწოლას გარკვეული ნაბიჯი  მოჰყვება,  აზერბაიჯანი გახსნის დერეფანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათთვის ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს.

ნახეთ მეტი
Back to top button