მთავარიპოლიტიკა

შეიქმნა კოალიცია “გადავარჩინოთ ყარაბაღი”  გენოციდის საფრთხის წინაშე მყოფი სომეხი ქრისტიანების დასაცავად

არცახის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე აზერბაიჯანული აგრესიის საპასუხოდ, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და აქტივისტი 27 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმთან შეიკრიბება და გამოაცხადებენ კოალიციის  „გადავარჩინოთ ყარაბაღი“ შექმნას.

კოალიციაში შედიან კონგრესის წევრები, სომხური თემის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიური ლიდერები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან არცახელი  სომხების ბედით.

40 დღეზე მეტი ხანია, რაც  აზერბაიჯანის მთავრობამ გადაკეტა  ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი მარშრუტი, რომელიც აკავშირებს არცახის რესპუბლიკას და 120 000 სომეხ ქრისტიანს სომხეთთან და გარე სამყაროსთან.

კოალიცია „გადავარჩინოთ ყარაბაღის“ წევრები სოლიდარობას უცხადებენ ალყაში მოქცეულ არცახის მოსახლეობას და პირობას დებენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ მედიის ყურადღების მობილიზებისთვის.

კოალიცია მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას მიიღოს ყველა საჭირო ზომა მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის დასაცავად, მოახდინოს  აზერბაიჯანზე ეკონომიკური ზეწოლა ბლოკადის მოხსნის მიზნით.

დღის მეორე ნახევარში, 14:00 საათზე, ვაშინგტონში, აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button