საზოგადოება
Wizz Air-ი რამდენიმე ახალი მიმართულებით იფრენს

Wizz Air-ი ოთხ ახალ მიმართულებას იწყებს, იუწყება “სომხეთის საერთაშორისო აეროპორტები”.
ამრიგად, 2023 წლის 29 აპრილიდან ერთდროულად სამი ახალი მიმართულება დაიწყება.
დორტმუნდი-ერევანი-დორტმუნდის მიმართულებით ფრენები შესრულდებაკვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათს დღეს და კვირას.
სოფია-ერევანი-სოფია მარშრუტზე ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას იქნება.
კატოვიცე-ერევანი-კატოვიცეს მარშრუტზე ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.
2023 წელს 12 ივნისიდან პრაღა-ერევანი-პრაღის მარშრუტით ფრენები ამოქმედდება, რომელიც კვირაში ორი ფრენის სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.