სპორტი
“არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი “ურარტუს” შეუერთდა

ფრანგმა თავდამსხმელმა იაია სანოგომ ერევნის საფეხბურთო კლუბ “ურარტუს“ შემადგენლობას შეუერთდა. “არმენპრესის” https://armenpress.am/arm/news/1102755.html ინფორმაციით, ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 30 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა ლონდონის არსენალი და კრისტალ პალასი, ამსტერდამის აიაქსი და საფრანგეთის ტულუზა. სანოგომ არსენალთან ერთად ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო.