დუნია მიატოვიჩმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო მისიებისთვის მთიან ყარაბაღში თავისუფალი და შეუფერხებელი დაშვების მნიშვნელობას

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა განცხადება ლაჩინის დერეფნის გავლით გადაადგილების დაუყოვნებლივ აღდგენის აუცილებლობის შესახებ. “არმენპრესის” გადმოცემით, ამის შესახებ მიატოვიჩმა თავის “ტვიტერის” მიკრობლოგში დაწერა. https://armenpress.am/arm/news/1102783.html? დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველა რეგიონსა და ხალხთან, მათ შორის მთიან ყარაბაღთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და ადამიანის უფლებათა მისიებისთვის თავისუფალი და შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
კომისარმა ასევე ხაზი გაუსვა ეფექტური და მოქნილი ხელმისაწვდომობის პირობების შემუშავების აუცილებლობას, რაც საშუალებას მისცემს ყველა კომპეტენტურ აქტორს, მათ შორის კომისრის ოფისს, ჰქონდეთ პრიორიტეტული წვდომა ჰუმანიტარული დახმარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროების მიმართ.