მთავარიპოლიტიკა

აშშ-ის კონგრესში ლაჩინის დერეფნის განბლოკვის მოთხოვნით რეზოლუცია იქნება წარდგენილი

აშშ-ს კონგრესის სომხური ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ფრენკ ფელონმა, გას ბილირაკისმა, ადამ შიფმა, დევიდ ვალადაომ და აშშ-ს პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა წევრმა ბრედ შერმანმა მიმოქცევაში შეიტანეს  ორპარტიული რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს  აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადის დასრულებას.

როგორც Hay Dat-ის ARF-ის ბიუროს ცენტრალური ოფისი იტყობინება, აზერბაიჯანის ქმედებების მკაცრად დაგმობის გარდა, რეზოლუციის პროექტი ასევე ასახავს გარკვეულ ღონისძიებებს, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მიიღოს სიტუაციის მოსაგვარებლად.  კერძოდ, რეკომენდებულია:

1. აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების საერთაშორისო გამოძიებაში დახმარება.

2. საერთაშორისო პარტნიორებთან და არცახის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების მიმართულებით.

3. პრეზიდენტის მიერ 907-ე რეზოლუციის მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანისთვის ამერიკული სამხედრო და უსაფრთხოების დახმარების შეწყვეტა.

4. პრეზიდენტის მიერ არცახის ბლოკადასა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანელი თანამდებობის პირების მიმართ კანონით დადგენილი სანქციების გამოყენება.

5. არცახში ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, მათ შორის, USAID-ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) ოფისის გახსნა არცახში.

სომხური ამერიკული კომიტეტის ვაშინგტონის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი არამ ჰამბარიანი, კომიტეტის და სხვა მოკავშირე სათემო ორგანიზაციების სახელით მიესალმა რეზოლუციის პროექტის წარდგენას და აღნიშნა, რომ სომხური ამერიკული კომიტეტი გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა თავიდან აიცილოს არცახში აზერბაიჯანელების მიერ   ეთნიკური წმენდა.  

აშშ-ს კონგრესმენებისადმი მიწერილ წერილში ფრენკ ფელონმა მოუწოდა კანონმდებლებს, დაეფინანსებინათ რეზოლუციის პროექტის წინსვლა და დასძინა: „ალიევის რეჟიმი მიზანობრივად მიმართავს ზომებს, რათა ძირძველი სომეხი მოსახლეობა გააძევოს არცახიდან და ჩამოართვას მათ წინაპრების მიწაზე თავისუფლად, ღირსეულად და დემოკრატიულად ცხოვრების შესაძლებლობა. ეს არის ეთნიკური წმენდის აშკარა ნიშანი, რომელიც  ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ“. ფ ასევე დაჟინებით მოითხოვა, რომ „შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და გამოიყენოს ყველა არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტი დერეფნის გასახსნელად, სანამ ეს ჰუმანიტარული კრიზისი კატასტროფული არ გამხდარა“.

ნახეთ მეტი
Back to top button