მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირმა გადადგა პრაქტიკული ნაბიჯები სიუნიქისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, მოიწვიოს წევრი ქვეყნები და თანამოაზრე პარტნიორები, რათა გააერთიანონ ძალები და მაქსიმალურად გაზარდონ სიუნიქისთვის მხარდაჭერის ეფექტი ,,გამძლე სიუნიკის გუნდი ევროპის ინიციატივის“ ფარგლებში. ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის დელეგაცია ავრცელებს დეტალებს „,,გამძლე სიუნიკის გუნდი ევროპის ინიციატივის“-ის შესახებ, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია 18 იანვარს გაიმართა.

„გამძლე სიუნიქის გუნდი ევროპის ინიციატივა“ არის ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, შვედეთის, ასევე პარტნიორი შვეიცარიის ერთობლივი ინიციატივა.

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია წვლილი შეიტანოს სიუნიქის რეგიონის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებაში – კოორდინირებული ქმედებების განხორციელებით სომხეთის მთავრობის რეგიონული განვითარების პრიორიტეტების, ისევე როგორც ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სომხეთის სამხრეთ რეგიონებში მდგრადობის შესახებ საეტაპო პროგრამის პრიორიტეტების შესაბამისად.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ აირჩიეს პროექტის განსახორციელებლად სიუნიქის ოლქი, ევროკავშირის დელეგაციამ უპასუხა, რომ ორი წლის წინ, ომისშემდგომ კონტექსტში, ევროკავშირი სომხეთის მთავრობასთან ერთად მსჯელობდა ყველაზე გაჭირვებული რეგიონების, ომის შედეგებისგან დაზარალებულთა მხარდასაჭერად.

“გამძლე სიუნიქის გუნდი ევროპის ინიციატივა” კონკრეტულად მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSME) ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, მოქალაქეებზე ორიენტირებულ და ხარისხიან საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაში, ტერიტორიული ,,მწვანე“ განვითარების მიდგომების გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში, მდგრად გამოყენებასა და აღდგენაში.

“გამძლე სიუნიქის გუნდი ევროპის ინიციატივა”-ს საწყისი ბიუჯეტი მომდევნო 5 წლისთვის დაახლოებით 51 მლნ. ევროს შეადგენს. სამომავლოდ შეიძლება გაიზარდოს, რადგან ინიციატივა არის მოქნილი მექანიზმი და ღიაა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რათა შეუერთდნენ და განახორციელონ ახალი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია სიუნიქის რეგიონის განვითარებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button