
თუ სასამართლო სწრაფად არ იმოქმედებს, მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხები გამოუვალი არჩევანის წინაშე დადგებიან, განაცხადა სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში ეღიშე კირაკოსიანმა, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში ლაჩინის დერეფნის საკითხზე მოსმენის დროს.
“აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, აპირებს მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხების დაჩოქებას”, – თქვა კირაკოსიანმა და აღნიშნა, რომ ერთი ადამიანი უკვე გარდაიცვალა სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო და ბევრს ემუქრება მსგავსი ბედი.
„სასურსათო მაღაზიის თაროები ცარიელია და საკვები ტალონებით მიეწოდება. მედიკამენტებისა და სამედიცინო საშუალებების დეფიციტია. ვაჭრობა და ბიზნესი სრულიად შეჩერებულია. გაზი არაერთხელ იქნა მთლიანად გათიშული და ელექტროენერგიის გათიშვები გახშირდა. სკოლები და საბავშვო ბაღები რჩება მთლიანად დაკეტილი, ბავშვები 50 დღეა ოჯახებს არიან მოწყვეტილი.
„ამ ჰუმანიტარული კატასტროფის მიუხედავად, აზერბაიჯანი ცდილობს გაამართლოს და გააგრძელოს ბლოკადა ფიქტიური გარემოსდაცვითი საბაბით, რისიც არავის სჯერა“, – დასძინა სომხეთის წარმომადგენელმა.
„ის ამას აკეთებს, მიუხედავად 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის ცალსახა ვალდებულებისა – უზრუნველყოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილება ორივე მიმართულებით ლაჩინის დერეფნის გავლით. და ამას აკეთებს თითქმის ერთსულოვანი საერთაშორისო დაგმობის ფონზე, მიუხედავად ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, შეერთებული შტატების, საფრანგეთის და მრავალი სხვა სახელმწიფოს, ასევე Amnesty International-ის, Human Rights Watch-ის და უამრავი სხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციისა და დამკვირვებლის მოწოდებისა.
სომხეთის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო არის უკანასკნელი საშუალება. „თუ სასამართლო სწრაფად არ იმოქმედებს, მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხები გამოუვალი არჩევანის წინაშე დადგებიან – დატოვონ თავიანთი წინაპრების მიწა ან დარჩნენ იქ და შიმშილით დაიხოცნონ”
”პრეზიდენტი ალიევი მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხებისაგან მოითხოვს „წასვლას“, მან ნათლად თქვა, “აზერბაიჯანის მთავარი ვალდებულებაა სომხების განდევნა ჩვენი მიწებიდან”, რომ „ სომხურ ენაზე არც ერთი სიმღერა არ უნდა იმღერებოდეს და ამიერიდან აზერბაიჯანული ენა იქნება დომინანტი ამ მიწაზე”. ჩაკეტვა, გაზისა და ელექტროენერგიის შეწყვეტა და გამორთვა ეს არის იარაღი ყოველივე ამის მისაღწევად. პრეზიდენტი ალიევის თქმით, „თუ ვინმეს არ სურს გახდეს ჩვენი მოქალაქე, გზა ღიაა. შეუძლიათ წავიდნენ,მათ არავინ იჭერს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეთნიკური სომხები მთიან ყარაბაღში ვერ შევლენ, მაგრამ შეუძლიათ გავიდნენ“, – განაცხადა კირაკოსიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეთნიკური წმენდის ასეთ უხეშ აქტებს ადგილი არ აქვს თანამედროვე ეპოქაში და ეს სასამართლო უკანასკნელი იმედია მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხებისთვის“, დაასკვნა მან.