საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილმა გონება კიდევ ერთხელ დაკარგა

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ კლინიკა “ვივა მედში” მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

მისი თქმით, გუშინ სააკაშვილმა გონება კიდევ ერთხელ დაკარგა და თუკი სასამართლო პროცსები არ დაჩქარდა, მიშა ვერ გაუძლებს.

„ისევ გონების დაკარგვის ეპიზოდი გამეორდა. ძალიან ცუდადაა. ეს პროცესები მიდის, ხვალ იქნება კიდევ პროცესი, გუშინ იყო, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ ვიცი როდემდე გაძლებს. ამდენი ხანი გაძლებს ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში?! ძალიან მეეჭვება, რა ვიცი. ეს მომდევნო კვირა აღარ დაილია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button