კულტურა
პირველი სომხური ტურისტული პრეზენტაცია ფრანკფურტში და მიუნხენში გაიმართება

6-9 თებერვალს სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე სისიან პოღოსეანი გაემგზავრება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ფრანკფურტი და მიუნხენი), სადაც მიიღებს მონაწილეობას სომხეთის ტურიზმის პირველ პრეზენტაციაში. ამის შესახებ „არმენპრესმა“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის 30 იანვარს გადაწყვეტილებიდან შეიტყო, რომელიც სომხეთის ელექტრონული მმართველობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე სისიან პოღოსეანი 2023 წლის 6-9 თებერვალს მივლინებით გაემგზავრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ფრანკფურტი და მიუნხენი), სადაც მიიღებს მონაწილეობას სომხეთის ტურიზმის პირველ პრეზენტაციაში“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.