სომხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეტანილი დეპოზიტები 96 პროცენტზე მეტით გაიზარდა

2022 წლის შედეგად სომხეთში დეპოზიტები დაახლოებით 43 პროცენტით გაიზარდა, შარშან არარეზიდენტების დეპოზიტებს ზრდის მაღალი ტემპი ჰქონდა და წლის ბოლომდე 1 მილიარდ 287 მილიონი დრამი (დაახლოებით 3 217 500 აშშ დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ „არმენპრეს“-ის კითხვის საპასუხოდ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, მარტინ გალსტიანმა. https://armenpress.am/arm/news/1102979.html? „დეპოზიტები გაიზარდა დაახლოებით 43 პროცენტით, საიდანაც რეზიდენტების დეპოზიტების ზრდამ 29.4 პროცენტი შეადგინა, არარეზიდენტების დეპოზიტების ზრდამ 96.3 პროცენტი», – განაცხადა გალსტიანმა.
რაც შეეხება რეზიდენტების დეპოზიტებს, მან აღნიშნა, რომ სარეზერვო ინდექსი 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3 მილიარდ 370 მილიონი დრამი (დაახლოებით 8 425 000 აშშ დოლარი) იყო, ხოლო არარეზიდენტების 1 მილიარდ 287 მილიონი დრამი (დაახლოებით 3 217 500 აშშ დოლარი). „ძირითადად, არარეზიდენტების დეპოზიტებს ჰქონდათ ზრდის მაღალი ტემპი“, – აღნიშნა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ.
გასული წლის განმავლობაში გაიზარდა დაკრედიტებაც. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თქმით, კურსის ეფექტის გამოკლებით, დაახლოებით 15 პროცენტი იქნება. ძირითადი ზრდა რეზიდენტებზე გაცემული სესხების ხარჯზე მოხდა.