მთავარიპოლიტიკა

პუტინთან სატელეფონო საუბრისას ფაშინიანმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. https://armenpress.am/arm/news/1102999.html? როგორც “არმენპრესსს” განუცხადეს სრ მთავრობაში, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადის შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ მის დასაძლევად აუცილებელი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას.

ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო რუსეთის სამშვიდობო მისიის საქმიანობას მთიან ყარაბაღში.

მხარეებმა განიხილეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 11 იანვარს, 26 ნოემბერს და 2022 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

ასევე გაცვალეს აზრები სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვა საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button