მთავარიპოლიტიკა

დიალოგი უნდა იყოს, პრობლემა არ გადაიჭრება სამშობლოში 120 ათასი ადამიანის განადგურებით. ვარდანიანი The Hill Times-ს

პრესტიჟულმა კანადურმა პერიოდიკამ The Hill Times-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადის მიზეზებსა და ამის შედეგად არცახში შექმნილ ვითარებაზე. https://armenpress.am/arm/news/1103098.html? როგორც “არმენპრესს” არცახის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, წარმოაჩენს რა ბლოკადის შედეგად არცახში შექმნილ არაადამიანურ პირობებს, გამოცემა წერს, რომ 25 იანვარს, კანადის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო განვითარების მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ლაჩინის დერეფნის ბლოკადის თემის განსახილველად მოიწვია ორი სხდომა, რომლის ფარგლებშიც ვინძორის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტოფერ უოტერსმა არცახში ჰუმანიტარული დახმარების ბლოკირება „დე ფაქტო ეთნიკურ წმენდად“ დაახასიათა. სტატიაში ასევე მოყვანილია კომიტეტის წევრების ჰეზერ მაკფერსონისა და ჟან-პიერ გოდბაუს სიტყვები, რომ კანადამ უნდა გამოიყენოს თავისი დიპლომატიური არხები გაეროში, რათა ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე ლაჩინის დერეფნის გახსნისთვის.

წყაროს ცნობით, პერიოდიკასთან საუბარში არცახის სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა ასევე მოუწოდა კანადას და საერთაშორისო თანამეგობრობას ზეწოლა მოახდინონ აზერბაიჯანზე და სანქციები დაუწესონ აზერბაიჯანის მთავრობას ლაჩინის დერეფნის გასახსნელად. რუბენ ვარდანიანმა მოუწოდა „ჰუმანიტარული საჰაერო დერეფნის“ შექმნის უზრუნველყოფა არცახისთვის მიწოდებების განსახორციელებლად.

არცახის სახელმწიფო მინისტრმა ეჭვქვეშ დააყენა ლაჩინის დერეფნის გავლით მიმოსვლის შესახებ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და აღნიშნა, რომ 12 დეკემბრიდან მხოლოდ რამდენიმე ასეულმა სატვირთომ გაიარა ლაჩინის დერეფნით, რომლებიც ეკუთვნოდა რუს სამშვიდობოებსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. „შედარებისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ბლოკადამდე დღეში 800-დან 1000-მდე სატვირთო მანქანა შემოდიოდა არცახში“, – განაცხადა ვარდანიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკადის შედეგად შეწყდა მედიკამენტების, საკვების, საწვავის და ელექტროენერგიის რეგულარული მიწოდება.

„მთელი ჩვენი ეკონომიკა გაჩერებულია, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე რესურსის შემოტანა წარმოებისთვის ან აქ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი“, – აღნიშნა რუბენ ვარდანიანმა და დასძინა, რომ შეზღუდული საწვავის და ელექტროენერგიის გამო სკოლებსაც მოუწიათ მუშაობის შეჩერება. „დაუშვებელია ზამთარში 30 000 ბავშვის იძულება იცხოვროს საკვების, განათლების, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე. აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს, რომ დიალოგი უნდა იყოს, ეს არ შეიძლება გადაწყდეს სამხედრო გზით ან საკუთარ სამშობლოში 120 000 ადამიანის ეთნიკური წმენდით“, – დაასკვნა სახელმწიფო მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button