საერთაშორისო

თბილისში ყოველი მე-2 ქალი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს – NDI

როგორც წერს „ნეტგაზეთი“ წერს, https://netgazeti.ge/„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევის თანახმად, თბილისში ყოველი მე-2 ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.

ამავე კვლევით, ზოგადად, თბილისის მცხოვრებელთა თითქმის 40% ამბობს, რომ  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.თუმცა, გენდერული ნიშნით ჩაშლილად ეს მონაცემი ასე გამოიყურება:

გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხებზე დაყრდნობით მკვლეარები ამბობენ, რომ თბილისში ყოველი მეორე ადამიანი ქუჩაში გაქურდვისა და პერსონალური/ ფინანსური ინფორმაციის მოპარვის საფრთხეებზე ღელავს.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტორებს: 45% ღელავს, რომ ქუჩაში გაქურდავენ; 43% ღელავს, რომ პირად, საკრედიტო ბარათის ან ფინანსურ ინფორმაციას მოპარავენ; 40% ღელავს, რომ ფიზიკურ ზიანს მიაყენებენ, ხოლო 22% ღელავს, რომ სექსუალურად შეავიწროვებენ/იძალადებენ.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა. კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

ნახეთ მეტი
Back to top button