საზოგადოება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სომხეთის  სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც სომხეთის სშკ-ს  პრეს-რელიზიდან ირკვევა,  დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის საგამოძიებო და ოპერატიული დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა ვაჰან ჩარხიფალაკიანმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ასახავს მხარეთა მზადყოფნას გაააქტიურონ ურთიერთკონტაქტები,ერთობლივი მიდგომები შეიმუშაონ სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button