SOCAR-ის ყოფილი ხელმძღვანელის ვაჟი ფლობს 20 მილიონი დოლარის ღირებულების ბინას ლონდონში – OCCRP

გასულ წლამდე აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს ხელმძღვანელობდა როვნაგ აბდულაევი, რომელიც შედარებით მოკრძალებულ ანაზღაურებას ღებულობდა. თუმცა მისმა ვაჟმა რაშად აბდულაევმა ლონდონის გროსვენორის მოედანზე 17,3 მილიონ ბრიტანულ ფუნტად (22,4 მილიონი დოლარი) ძალიან ძვირადღირებული ქონება იყიდა. ამის შესახებ კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრი (OCCRP) ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში იუწყება.
▪️ რაშად აბდულაევმა ლონდონის მდიდრული ბინა აიღო გერნსში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით (ოფშორი, კუნძული ნორმანდიის სანაპიროსთან ლა -მანშის სრუტეში)
▪️ ის გახდა მისი ბენეფიციარი მფლობელი შარშან მიღებული გაერთიანებული სამეფოს კანონის წყალობით, რომელიც ასეთ სუბიექტებს ავალდებულებს გამოავლინონ თავიანთი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები.
▪️ ბინის შესაძენად გამოყენებული თანხის წყარო გაურკვეველია.
სახელმწიფო კომპანია SOCAR, რომელსაც აბდულაევის მამა 17 წელი ხელმძღვანელობდა, ფართოდ გააკრიტიკეს კორუფციისა და ფარული ფინანსური ტრანზაქციებისთვის.
მაღალსართულიანი შენობას, რომელშიც სოკარის ყოფილი ხელმძღვანელის შვილმა იყიდა მდიდრული ბინა, ოდესღაც აშშ-ს საზღვაო ძალები იყენებდნენ, აქ უმასპინძლეს გენერალ დუაიტ ეიზენჰაუერს, როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირე ძალებს ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან შენობა გადაკეთდა მდიდრულ საცხოვრებელ კორპუსად ღვინის მარანით, საკუთარი სომელიეთი და 25 მეტრიანი საცურაო აუზით. ძვირადღირებულ აპარტამენტზე სასტუმრო „Four Seasons“-ს პერსონალი ზრუნავს დღე-ღამის განმავლობაში. (https://www.fourseasons.com/)
იმავე წელს, როდესაც რაშად აბდულაევმა იყიდა ბინა გროსვენორის მოედანზე, ის ფიგურირებდა სხვა საქმეშიც, სადაც ხაზი ესმებოდა მისი ოჯახის უზომო სიმდიდრეს. OCCRP-მა შეძლო დაედასტურებინა ჭორები, რომ მას იბიცაში 1,35 მილიონი დოლარის ძვირადღირებული საათი მოპარეს. ის ასევე ნახეს ლონდონში 300 000 დოლარზე მეტი ღირებულების იშვიათი მერსედესით.
P.S. ხოლო აზერბაიჯანის „ეკოლოგიურად“ შეშფოთებულ მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ 2022 წლის 10 თებერვალს ალიევმა როვნაგ აბდულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნა.
სტატია იხილეთ აქ: : https://www.occrp.org/…/son-of-longtime-azerbaijani-oil…)(OCCRP)