პოლიტიკა

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება –  ირანის შეცდომაა:   ირანელი ექსპერტი

როგორც infoteka24.ru წერს, ბაქოში ანტიირანული აქტივობისა და რიტორიკის ზრდის ფონზე, საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილმა ირანელმა ექსპერტმა დიაკო ჰოსეინმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას  უწოდა ირანის ერთ-ერთ უდიდესი შეცდომა ამ უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში.   ჰოსეინის თქმით, არ არსებობდა ისტორიული საფუძველი აზერბაიჯანის რესპუბლიკის  დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

„შეცდომის გამოსწორება არ არის გვიანი. სომხეთთან თავდაცვის ხელშეკრულების ხელმოწერა შეიძლება იყოს პირველი დიდი ნაბიჯი ამ არეულობის დასასრულებლად“, – თვლის ჰოსეინი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ უკუქცევის წერტილის მიღწევა აზერბაიჯანის რესპუბლიკის არჩევანი იყო და არა ირანის.

კრიზისის მიზეზი იყო ბაქოს ცრუ თავდაჯერებულობა ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ და ჩვენი ნებისა და შესაძლებლობების არასწორი გათვლა ჩრდილოეთ საზღვრებზე ახალი სადამ ჰუსეინის თავიდან აცილების მიზნით“, – ამბობს ჰოსეინი.

ნახეთ მეტი
Back to top button