პოლიტიკა

ევროპაში “ოცნების” პარტნიორი პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვას

,,მთავარი არხი” წერს, რომ ევროპარლამენტში “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, რომელიც “ქართული ოცნების” პარტნიორი პოლიტიკური ძალაა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მესამე პრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვას.

ამის შესახებ სოციალ-დემოკრატების განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი კი სააკაშვილს, ოლიგარქ ივანიშვილის მძევლად მოიხსენიებს და საფრანგეთის პრეზიდენტს რეაგირებას სთხოვს.

ცნობისთვის, გუშინ ევროპაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას უზრუნველოყოს მესამე პრეზიდენტის ყველა უფლების დაცვა.

ნახეთ მეტი
Back to top button