„დიასპორას უფრო ფართო ჩართულობა უნდა ჰქონდეს სომხეთის სამთავრობო წრეებში: სინანიანი

სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო სისტემის დიასპორელმა სპეციალისტებმა შეაჯამეს პროგრამა „iGorts“ 2022 -ის ბოლო ექვსი თვის მუშაობის შედეგები. ახლა სომხეთისა და არცახის 24 დეპარტამენტში 48 სპეციალისტი მუშაობს. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „Radar.am“-ი.
შეხვედრის დასაწყისში მთავარმა კომისარმა ზარეჰ სინანიანმა აღნიშნა, რომ პროგრამა უკვე მე-3 წელია ეფექტურად ხორციელდება, რაც დიასპორის სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს, წვლილი შეიტანონ სამშობლოს სახელმწიფო აღმშენებლობის საქმეში.
„აქამდე მიღწეული წარმატებების, ათობით განხორციელებული პროექტის დანახვით, ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმ იდეისა, რომ დიასპორა სულ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული სომხეთის მმართველობით წრეებში“, – ხაზგასმით აღნიშნა ზარეჰ სინანიანმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა წლებში რეპატრირებულთა დიდი რაოდენობაა და იმედი გამოთქვა, რომ „iGorts“ 2022-ის სპეციალისტები სომხეთს მუდმივ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილად განიხილავენ. შემდეგ პროგრამის მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ ინიციატივებზე, ახალ პროგრამებზე, პრობლემებსა და შესაძლებლობებზე.