პოლიტიკა

ირანზე თავდასხმები სომხეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა –  ამერიკელი უნივერსიტეტის პროფესორი

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმები ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს სომხეთისთვის. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში ამერიკული ლიჰაის  უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა არმან გრიგორიანმა განაცხადა․

მისი თქმით, თურქეთი ასევე შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო კონფლიქტით.

ის სომხეთის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს ირანის სტაბილურობას  და ერევანთან ურთიერთობის ფაქტორს.

„ირანი,თუ სომხეთთან საზღვარს დაკარგავს სერიოზულ პრობლემა  შეექმნება, ის ეწინააღმდეგება სიუნიქით გამავალ დერეფანს, რადგან ეს ძალთა ბალანსს რეგიონში თეირანის საზიანოდ შეცვლის“, – დასძინა გრიგორიანმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ დასავლეთი არა დერეფნის, არამედ დერეფანზე რუსეთის კონტროლის წინააღმდეგია.

„ირანის კონტექსტში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს ესკალაციის შემთხვევაში, ისრაელი ძალიან აქტიურია აზერბაიჯანში, რაც ნაწილობრივ განპირობებულია მისი პოლიტიკით თეირანის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, თურქეთი ასევე შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო კონფლიქტით.

ნახეთ მეტი
Back to top button